ლედი გაგას ახალი კლიპი, რომელიც კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით არის შთაგონებული, სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. არადა, ეს პირველი შემთხვევა არ არის - ფარაჯანოვის გავლენით წლებია, იღებენ ფილმებს, რეკლამებს, მუსიკალურ ვიდეორგოლებს, წერენ სიმღერებს, კერავენ ტანსაცმლის კოლექციას. ლედი გაგამდე იყო მადონა და მისი მუსიკალური ვიდეოკლიპი სიმღერისთვის - Bedtime Story, რომელიც მუსიკის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ კლიპად მიიჩნევა და რომელიც სწორედ ფარაჯანოვის შემოქმედების გავლენით არის გადაღებული. ამ ვიდეოში მხოლოდ მცირე ნაწილია თავმოყრილი იმ ნამუშევრებისა, რომლებიც სწორედ დიდი კინორეჟისორის - სერგო ფარაჯანოვის გავლენით შეიქმნა.
ავტორი: ბასტი მგალობლიშვილი
Author: Basti Mgaloblishvili
0 Comments